თბილისი (GBC) - სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.