თბილისი (GBC) - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მეუფე გიორგიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია 22 მარტს გაიმართება და მას მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.