თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 0.9%-ით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით:

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9%), თევზეული (0.8%), რძე, ყველი და კვერცხი (0.1%).

ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07პ.პ-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7%), ისე ტანსაცმლის (-1.3%) ქვეჯგუფებზე;

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2პ.პ-ით აისახა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2024 წლის აგვისტოს წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%- ით, რაც 0.89პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.5%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.2%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.6%-ით, რაც წლიურ ინდექსზე -0.21პ.პ-ით აისახა. ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2%).

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48პ.პ-ით აისახა.