თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს 2024 წლის იანვარ-ივნისში:

 2024 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის მარტის ბოლოს.