თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4%-იანი ზრდით, რამაც 1.06პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.8%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.65 და 1.95პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.3%-ით

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები: