თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.

საქსტატის მიხედვით, დასაქმებულთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია: 

  • ქ. თბილისი – 65.7%;
  • აჭარის ა.რ. – 9%;
  • იმერეთი – 6.7%;
  • ქვემო ქართლი – 5.6%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4%;
  • კახეთი - 2.8%;
  • შიდა ქართლი - 2.2%;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1.7%;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1.4%;
  • გურია - 0.9%;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით: