თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 2024 წელის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, $149 720–ით შემცირდა და $20 870 შეადგინა. 2023 წელს ნატურალური თაფლის ექსპორტი $170 590 შეადგენდა. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში თითქმის 88%–ით არის შემცირებული. 

ნატურალური თაფლის იმპორტს რაც შეეხება, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა და $9 160 შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $4 200 იყო.