თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 435.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8%-ით), ხოლო იმპორტი 16 874.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.

2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 287.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (859.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 770.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (2 047.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 849.8 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 228.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 531.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (2 188.3 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 426.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 322.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ. აშშ დოლარით (4.4%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 464.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 303.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.7%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).