თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,70 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,63 ათასი ტონით (–27%) ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,33 ათასი ტონა) შედარებით. ამასთან, ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,43 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,3%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან:
- გერმანია - 0,22 ათასი ტონა (12,9%);
- ირანი - 0,17 ათასი ტონა (10%).
"2024 წლის ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 5,6 ათასი ტონით ანუ 64,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 51% (7,3 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 28% (4 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 13,3% (1,9 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 7,7% (1,1 ათასი ტონა) - ლიბიიდან". - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.