თბილისი (GBC) – ჩეჩნეთის ხელისუფლება ხუთშაბათს აცხადებდა, რომ „რამზან კადიროვის დავალებით მზად არიან ფინანსური და სხვა სახის დახმარება გაუწიონ“ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და დაზარალებულებს.

სააგენტო Day.Az–ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ქვეყანა არ საჭიროებს რაღაც დახმარებას და არც მიიღებს მას.

„აზერბაიჯანი არ საჭიროებს რაღაც დახმარებას. არც სახელმწიფო, არც მოქალაქეები არ მიიღებენ ასეთ დახმარებას. ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს. აზერბაიჯანი ითხოვს ფაქტის აღიარებას, ბოდიშის მოხდას და შესაბამისი კომპენსაციის გადახდას“, – აცხადებს წყარო პრეზიდენტის აპარატიდან.