თბილისი (GBC) – აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი უკვე მოაწერა.
აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ასეთი გადაწყვეტილების პოლიტიკურ აუცილებლობაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.
მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი პირველ სხდომას ხვალ, 8 დეკემბერს გამართავს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებას მიეძღვნება.