თბილისი (GBC) – 2026 წლის პირველ ნახევარში ჰუმანოიდი, ანუ ადამიანის მსგავსი რობოტების გლობალური მიწოდების 97%-ზე მეტი ჩინურ კომპანიებზე მოდიოდა, რაც ჩინეთის დომინირებას აჩვენებს სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში.

ამის შესახებ Global Times წერს.

ამ მონაცემების მიხედვით, ჩინურმა მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად გაუსწრეს საერთაშორისო, მათ შორის ამერიკელ კონკურენტებს. ჩინეთის კომპანიები ამჟამად არა მხოლოდ ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე, არამედ მათი მასობრივი წარმოებისა და ექსპორტის გაზრდაზეც აკეთებენ აქცენტს.