თბილისი (GBC) – დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაზე აზერბაიჯანის ბიუჯეტიდან, ბოლო მონაცემებით, 11 მლრდ მანათია ($6.47 მლრდ) დახარჯული. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა მილი მეჯლისის (პარლამენტი) ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. 

„აზერბაიჯანი უკვე 3 წელია, აქტიურად აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ბიუჯეტის გარდა, დამატებითი შემოსავლებიც მიიმართება აღდგენით სამუშაოებზე. დღემდე უკვე დავხარჯეთ 11 მლრდ მანათი. წლის ბოლომდე ეს ხარჯი 12 მლრდ–ს მიაღწევს. ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეინტეგრაცია უახლოეს წლებში მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.