თბილისი (GBC) - ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ვიცე-პრეზიდენტის ლუის დე გუინდოსის განცხადებით, ისეთი კრიზისში, როგორიც Credit Suisse Group AG და Silicon Valley Bank ჩავარდნენ, შესაძლებელია სხვა ბანკებსაც შეეხოთ. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტორები ტრეიდერებს ახალი ფინანსური ბაზრების მოძიებისკენ უბიძგებს.

ევროპის ცენტრალური ბანკი უახლოეს მომავალში განაკვეთს ნახევარი პუნქტით გაზრდის. კვირის დასაწყისში ვიცე-პრეზიდენტმა  გააფრთხილა ინვესტორები, რომ ბანკები შესაძლოა სესხის აღების ხარჯების მიმართ დაუცველები დარჩნენ.

შეგახსენებთ, სილიკონ ველი ბანკი (SVB) წინა კვირაში გაკოტრდა. აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკი მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მეანაბრეებმა – ძირითადად ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა და სარისკო კაპიტალით მხარდაჭერილმა კომპანიებმა – გასულ კვირაში ბანკიდან ფული საჩქაროდ გაიტანეს. ბანკის ბოლო მცდელობები ახალი თანხების მოპოვებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.