თბილისი (GBC) - AP–ის ცნობით, ოთხშაბათს ერაყმა განაცხადა, რომ განაახლა ნავთობის ექსპორტი კირკუკის საბადოებიდან თურქეთის ჯეიჰანის პორტისკენ მიმავალი მილსადენით. 

ერაყის ნავთობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გარღვევა შესაძლებელი გახდა ბაღდადში ერაყის მთავრობასა და ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქურთისტანის ავტონომიის ადმინისტრაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად.

სამინისტროს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე დღეში 250,000 ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტი განხორციელდება.

ირანის ომმა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ერაყს, რომლის ეკონომიკაც თითქმის მთლიანად ნავთობზეა დამოკიდებული.