თბილისი (GBC) – ევროპის ცენტრალური ბანკი, ინფლაციის შემცირების კვალდაკვალ, საპროცენტო განაკვეთებს დასწევს და რეგულატორი ფოკუსს თანდათან ეკონომიკურ ზრდაზე გადაიტანს. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ლუის დე გინდოსმა ფინურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა. 

„ყურადღება მაღალი ინფლაციიდან ეკონომიკურ ზრდაზე გადავიდა, – ციტირებს დე გინდოსს გაზეთი Helsingin Sanomat. – ჩვენი ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ტრაექტორია ნათელია: თუ ჩვენი პროგნოზები გამართლდა, თანდათან შევარბილებთ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას“.