თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა, სადაც ეკატერინბურგში მიმდინარე საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში „ინოპრომი-2026“ (Innoprom 2026) მიიღებს მონაწილეობას.
სომხური მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ფორუმის ღონისძიებებს დაესწრება. „ინოპრომი“ ტრადიციულად წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება სამრეწველო კოოპერაციის, ტექნოლოგიური განვითარების და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის შეხვედრა. მოსალოდნელია, რომ მხარეები სომხეთ-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, ასევე სამრეწველო და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებს განიხილავენ.
ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ერევანსა და მოსკოვს შორის ორმხრივი დღის წესრიგისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე კონტაქტები გრძელდება.
