თბილისი (GBC) - გერმანიაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 2024 წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 2,6%-ით შემცირდა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) ანგარიშშია ნათქვამი. თუმცა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 1,3%-ით გაიზარდა.

ბინების ღირებულება ქვეყნის შვიდ უმსხვილეს ქალაქში (ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი, კიოლნი, მაინის ფრანკფურტი, შტუტგარტი და დიუსელდორფი) წლიურად 1,5%-ით შემცირდა, ხოლო ერთ–ორ ოჯახზე გათვლილ სახლებში 4%–ით. იმავდროულად, კვარტალურ შედარებაში ფასები გაიზარდა შესაბამისად 1.6%-ით და 2.3%-ით.

Destatis-მა ასევე გამოაქვეყნა შესწორებული მონაცემები 2011 წლიდან 2023 წლამდე. ამრიგად, ახალი გათვლებით, გასულ წელს გერმანიაში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები 8,5%-ით დაეცა (ადრინდელი მონაცემებით - 8,4%-ით), ხოლო 2022 წელს 5,1%-ით გაიზარდა (თავდაპირველად - 5,3%).

კომერსანტი