თბილისი (GBC) – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების ფონზე საერთაშორისო ექსპერტების საგანგებო სხდოშას იწვევს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.
ვინაიდან მაიმუნის ჩუტყვავილა უკვე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება, ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა უნდა დაადგინოს, დაავადების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობისაა თუ არა.
მაიმუნის ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი არის ვირუსი, რომელიც დაავადებული ცხოველიდან ადამიანს გადაედება. ვირუსი მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანსაც გადაედება. ეს დაავადება პირველად 1970 წელს აღმოაჩინეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს პათოლოგია ციებ-ცხელებას და კუნთების ტკივილს იწვევს. 2022 წელს ამ დაავადების გავრცელების არეალი მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით ლგბტ თემებში.