თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „დე–იურე აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა“. ასეთი კომენტარი გააკეთეს კრემლში ერევნის ბრალდებებზე, სადაც რუსეთის სამშვიდობოებს ყარაბაღში უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
„ჩვენი მისამართით ასეთი პრეტენზიები მიუღებელია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ოფიციალურად აღიარა. დე–იურე საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქმედებებზე საკუთარ ტერიტორიაზე“, – აცხადებს პესკოვი.
პრეს–მდივანი ირწმუნება, რომ ბაქოსა და ერევანთან კონტაქტებს აგრძელებს. რუსეთი კონტაქტშია ყარაბაღელ სომხებთანაც.