თბილისი (GBC) – ყაზახურმა ფინტექ ჰოლდინგმა Kaspi.kz თურქული მარკეტფლეისი Hepsiburada იყიდა. საქმიანი ინფორმაციის ცენტრის kapital.kz მონაცემებით, ამის შესახებ კომპანიამ AIX ბირჟას აცნობა.

ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის ფინტექ ჰოლდინგმა თურქული კომპანიის 40 მლნ ერთეული A კლასის და 173 მლნ B კლასის აქცია იყიდა.

„თურქული მარკეტფლეისის ყიდვა–გაყიდვის შეთანხმებას ხელი 2024 წლის 17 ნოემბერს მოეწერა Kaspi.kz–სა და გამყიდველების ჯგუფს შორის, რომელთა შორისაც იყო პლატფორმის დამფუძნებელი და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ხანდაზე დოღანი და ვუსლათ დოღანი“, – ნათქვამია ყაზახური კომპანიის შეტყობინებაში.

„Hepsiburada–სთან ძალისხმევის გაერთიანებით მოხარული ვართ. ეს კომპანია ერთ–ერთი წამყვანია თურქეთის ელექტრონული კომერციის დარგში. ჩვენი ბაზრის 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრიორიტეტია“, – აღნიშნა ფინტექ ჰოლდინგის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ.