თბილისი (GBC) – მსოფლიო ბირჟებზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასების ვარდნა ოთხშაბათის ვაჭრობებზე დაპაუზდა და სხვადასხვა მიმართულებით უმნიშვნელოდ იცვლება.

კერძოდ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, თბილისის დროით 12:44 საათისთვის 0,13%–ით არის გაზრდილი – $81,7–მდე ბარელზე.

ამერიკული ნავთობი WTI კი 0,03%–ს კარგავს და ბარელის ფასი $77,35–ს შეადგენს.

სამშაბათის ვაჭრობაზე ნავთობის ფასი საშუალოდ $5–ით დავარდა. ბაზრის ანალიტიკოსები ამ მოვლენას აშშ–ში ნავთობის სტრატეგიული მარაგების ზრდასა და ჩინეთის ეკონომიკის სავალალო მაჩვენებლებს უკავშირებდნენ.