კობახიძე: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონში და ევროპაში პირველია
პარლამენტში ირაკლი
კობახიძის დღევანდელი
გამოსვლიდან გავიგეთ ისიც,
რომ თბილისის ახალი
აეროპორტის აშენების
ვადამ გადაიწია.
შესაბამისად, ვაზიანში
აშენებული აეროპორტი
მგზავრებს 2028 წლის ნაცვლად
2031 წლიდან
მოემსახურება. „მოსამზადებელი
სამუშაოები არის უკვე
დაწყებული. დავიწყებთ
პარტნიორის შერჩევის
პროცედურას და მომავალ
წელს უკვე გვეყოლება
პარტნიორი კომპანია. 2031
წელს უკვე ჩვენ შევძლებთ
აეროპორტის გადატანას
ვაზიანში“, - თქვა ირაკლი
კობახიძემ და დაამატა, რომ
ვაზიანში თბილისის ახალი
საერთაშორისო აეროპორტი
მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე
იქნება გათვლილი.ირაკლი
კობახიძის ძირითადი
გზავნილები პარლამენტის
ტრიბუნიდან კი ასე
გამოიყურება: ჩვენ
ისტორიულად ერთმანეთთან
ვაკავშირებდით ევროპას და
აზიას, დასავლეთს და
აღმოსავლეთს და ჩვენი
სურვილია, რომ ეს
პოტენციალი მაქსიმალურად
ავითვისოთ ანაკლიის
პორტის მშენებლობის
პირველი ფაზა არაუგვიანეს
2029 წლისა დასრულდება და
ჩაიდება 600 მილიონი დოლარის
ინვესტიცია, პირველი ფაზის
დასრულების შემდეგ, პორტი
წელიწადში 600 ათასზე მეტ
კონტეინერს მოემსახურება
გასული 12 თვის
განმავლობაში აშენდა 4
ახალი
ჰიდროელექტროსადგური, ამ
კუთხით კიდევ უფრო
გააქტიურდება სამუშაოები,
გვაქვს ამბიციური მიზანი -
2030 წლისთვის საქართველო
გახდეს სრულად თვითკმარი
ქვეყანა ენერგეტიკული
თვალსაზრისით ტურიზმის
სექტორი ვითარდება სწრაფი
ტემპით, 2024 წელს რეკორდულად
მაღალი - 4.4 მლრდ დოლარის
შემოსავალი მიიღო
ტურიზმიდან ჩვენმა
ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ 7.4
მლნ საერთაშორისო
მოგზაურს სრულდება
რკინიგზის მოდერნიზაციის
პროექტი, რის შემდეგაც
რკინიგზის
გამტარუნარიანობა
გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000
ტონამდე,
ბაქო-თბილისი-ყარსის
პროექტით
გათვალისწინებული
სამუშაოები თითქმის
ბოლომდეა მიყვანილი 2024 წელს
სიღარიბემ შეადგინა 9.4%,
პირველად დაფიქსირდა
ერთნიშნა მაჩვენებელი,
გვაქვს ამბიციური მიზანი,
რომ 2028 წლისთვის მაქსიმუმ
4%-მდე შემცირდეს სიღარიბე
ჩვენს ქვეყანაში 2028
წლისთვის ჩვენი მიზანია,
მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს
უმუშევრობის დონე
ქვეყანაში, გვინდა, რომ
შევქმნათ 200 000 სამუშაო
ადგილი, ასევე გვაქვს
ამბიციური მიზანი, რომ
საშუალო ხელფასმა
მიაღწიოს 3 500 ლარს
პროგრამის - „აწარმოე
საქართველოში" ფარგლებში
დაფინანსდა 1 500 მეწარმე
სუბიექტი და შეიქმნა 10
ათასზე მეტი სამუშაო
ადგილი, საკრედიტო
საგარანტიო სქემის
სახელმწიფო პროგრამით
დაფინანსდა 292 პროექტი,
შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო
ადგილი ისტორიულ
მინიმუმზეა უმუშევრობა
ჩვენს ქვეყანაში - გასული
წლის ბოლოსთვის
უმუშევრობამ შეადგინა 13,9%,
ეს არის ისტორიული
მინიმუმი დამოუკიდებლობის
აღდგენის შემდეგ
საქართველო პირველ
ადგილზეა ბიუჯეტის
გამჭვირვალობის კუთხით
საერთაშორისო ინდექსებში,
ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი
ხელს უწყობს სწორი
ფისკალური მონაცემების
შენარჩუნებას ჩვენ
გავაორმაგეთ და კიდევ უფრო
მეტად გავზარდეთ ოთხი წლის
განმავლობაში ჩვენი
ქვეყნის ნომინალური
ეკონომიკა დოლარში, წლის
ბოლოს პირველად, ჩვენი
ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს
გადააჭარბებს
ინვესტიციების მოზიდვის
კუთხით ერთ-ერთი ყველაზე
შთამბეჭდავი მიღწევა იყო
არაბული, Emaar-ის ინვესტიცია -
ეს არის 6 მილიარდი დოლარის
ღირებულების პროექტი,
რომელიც საქართველოში
განხორციელდება
ეკონომიკაზე დგას ჩვენი
მოსახლეობის სოციალური
მდგომარეობის
გაუმჯობესება, ჩვენი
დემოკრატიული სისტემის და
ჩვენი საგარეო პოლიტიკური
პოზიციების განმტკიცება,
გვაქვს ძალიან კარგი
ტენდენციები, მაღალი
ეკონომიკური ზრდა,
მთავარია, ყველაფერი
გავაკეთოთ, რომ ზრდის
მაღალი ტემპი
შევინარჩუნოთ იუსტიციის
სახლების რაოდენობამ
ქვეყნის მასშტაბით 125
შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ
12 იუსტიციის სახლი
ფუნქციონირებდა, მიწის
სისტემური რეგისტრაციის
რეფორმის ფარგლებში
აიზომა 810 ათასი მიწის
ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი
დარეგისტრირდა საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში
განხორციელდა 437 კილომეტრი
საერთაშორისო და
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გზის
რეაბილიტაცია, გაიხსნა 84,4
კილომეტრი მაგისტრალური
გზა, წინა ხელისუფლებამ 9
წლის განმავლობაში მხოლოდ
68 კილომეტრი მაგისტრალური
გზა ააშენა წლის ბოლომდე
24-საათიანი
წყალმომარაგებით
უზრუნველყოფილი იქნება
გაერთიანებული
წყალმომარაგების
კომპანიის დაფარვის
არეალში მყოფი 31 ქალაქი, 2026
წელს დაემატება 14 ქალაქი, 2027
წელს 3 ქალაქი და
წყალმომარაგებით
ისარგებლებს უკლებლივ
ყველა ქალაქი ქვეყნის
მასშტაბით 2024 წელს, რთველი
ჩატარდა წარმატებულად,
ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი,
რაც უპრეცედენტო
მაჩვენებელია,
ექსპორტიდან მიღებულმა
შემოსავლებმა შეადგინა 276
მლნ დოლარი, მევენახეების
შემოსავალმა კი - 485 მლნ ლარი,
დარგის მხარდაჭერა
მომავალშიც გაგრძელდება
სოფლის მეურნეობის
განვითარებაში გვაქვს
მნიშვნელოვანი მიღწევები -
აგრობიზნესის გამოშვება
გაიზარდა გასულ წელს 1
მილიარდი ლარით,
აგროსასურსათო პროდუქციის
ექსპორტის მოცულობამ
შეადგინა 1,7 მილიარდი
დოლარი, რაც რეკორდული
მაჩვენებელია სკოლამდელი
და ზოგადი განათლების
ბიუჯეტი გაიზარდა 419
მილიონი ლარით, 30-30 მილიონი
ლარით გაიზარდა უმაღლესი
და პროფესიული განათლების
ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს
შესაბამისი პროგრამების
გაფართოებას და
განათლების ხარისხის
შემდგომ გაუმჯობესებას 2 120
ჰა ფართობზე განხორციელდა
ტყის
აღდგენა-განაშენიანების
ღონისძიებები, უმკაცრესი
ზომები იქნება მიღებული
ტყის უკანონო ჭრის
წინააღმდეგ, ტყე არის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სიმდიდრე, რომელიც აქვს
ჩვენს ქვეყანას
ადამიანებზე ზრუნვა არ იყო
წინა ხელისუფლების
პრიორიტეტი, ჩვენი
ხელისუფლების პირობებში
4-ჯერ და მეტად არის
გაზრდილი დანახარჯები
ჯანდაცვის სფეროში,
მოსახლეობის ჯიბიდან
გადახდები 2012 წლის შემდეგ
73%-დან 41%-მდე შემცირდა,
გრძელდება ყველა
წარმატებული ჯანდაცვის
პროგრამის განხორციელება 70
წლამდე ასაკის
პენსიონერებისათვის
პენსია გახდა 350 ლარი, 70 წელს
გადაცილებული
პენსიონერებისთვის 450 ლარი,
76-დან 95 მილიონამდე
გაიზარდა სოციალური
რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამის
ბიუჯეტი, 2024 წელს 2022 დევნილი
ოჯახი დაკმაყოფილდა
საცხოვრებელი ფართებით
დასრულდა 71 საბავშვო ბაღის
და 110 სკოლის
მშენებლობა-რეაბილიტაცია,
მიმდინარეობს 243 საბავშვო
ბაღის და 296 სკოლის
მშენებლობა-რეაბილიტაცია,
აშენდა ერთი და
მიმდინარეობს 4 ახალი
პროფსასწავლებლის
მშენებლობა 27 მილიონიდან 49
მილიონ ლარამდე გაიზარდა
კულტურის სფეროს
დაფინანსება, დაფინანსდა 470
სხვადასხვა პროექტი,
ჩატარდა 194 გამოფენა და
კულტურული ღონისძიება,
განხორციელდა 70 კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაცია
პოლიციისთვის შევიძინეთ 143
ახალი ავტოსატრანსპორტო
საშუალება, საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურისთვის კი - 69
მაღალი გამავლობის
ავტომანქანა, ვზრუნავთ
პოლიციელების სოციალური
პირობების
გაუმჯობესებაზე, ამ
ნაწილში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პროექტი
იყო 1 100-ბინიანი პოლიციის
ქალაქის მშენებლობა
თბილისში 70 ათას
მაყურებელზე გათვლილი
ახალი სტადიონის პროექტზე
მუშაობა მიმდინარეობს,
სამშენებლო სამუშაოები
სექტემბერში დაიწყება
საჯარო მოხელეთა
ხელფასების ზრდა
პრიორიტეტია - წელსაც
უზრუნველყოფილ იქნა
საჯარო მოხელეებისათვის
ხელფასების 10%-ით მატება
ჩვენი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა ქვეყნის
მასშტაბით მულტიფუნქციური
სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარება, მზად ვართ,
სასკოლო და არასასკოლო
ინფრასტრუქტურა დავუთმოთ
ინვესტორებს 20-წლიანი
ვადით, საიდანაც 10 წლის
განმავლობაში სიმბოლურ
ფასს გადაიხდიან, გვინდა,
მაქსიმალურად წავახალისოთ
ინვესტორების მიერ
სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარება ქართული ჯარი
ჩვენი განსაკუთრებული
სიამაყეა, ჩვენი
სახელმწიფოებრიობის,
ჩვენი სახელმწიფოს
ერთ-ერთი უმთავრესი
სიმბოლო, ყველაფერს
გავაკეთებთ, რომ
მაქსიმალურად გაგრძელდეს
ზრუნვა ჯარის
განვითარებაზე და
თითოეული ჯარისკაცის
სოციალური პირობების
გაუმჯობესებაზე
საქართველოს მთავრობის
თითოეული ნაბიჯი
ემსახურებოდა ჩვენი
ქვეყნის ეროვნული
ინტერესების დაცვას, ჩვენს
ქვეყანაში მშვიდობისა და
სტაბილურობის
უზრუნველყოფას, რის
გარეშეც აზრი არ აქვს არც
ეკონომიკის განვითარებას,
არც ჯანდაცვის
მიმართულებაზე, არც
კულტურასა და სპორტზე
ზრუნვას ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ
ხელი შევუწყოთ ნდობის
აღდგენას,
განვახორციელებთ
სამშვიდობო ინიციატივებს,
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტი
აშშ-სთან ურთიერთობა არის
ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი
პრიორიტეტი, მზად ვართ,
აღვადგინოთ სტრატეგიული
პარტნიორობა კონკრეტული
გზამკვლევით, სადაც
ასახული იქნება სარგებელი
ორივე ქვეყნისთვის,
ველოდებით შემხვედრ
ნაბიჯებს ჩვენი ამოცანაა
პოლიტიკური და
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების მაქსიმალურად
გაღრმავება ჩინეთთან,
ყველაფერს გავაკეთებთ,
რომ სტრატეგიული
პარტნიორობის შეთანხმება
კონკრეტულ შედეგებში
აისახოს მომავალშიც
ნარკოტიკებთან ბრძოლა
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი
პრიორიტეტია, შეურიგებელი
ვიქნებით
ნარკორეალიზატორების
მიმართ, არ შეიძლება,
ვინმემ არალეგალური ან
ლეგალური ფორმით
განახორციელოს
ნარკოტიკების რეალიზაცია
ჩვენს ქვეყანაში და სწორედ
ამიტომ სახელმწიფო
უზრუნველყოფს
ფსიქოტროპული
პრეპარატების იმპორტს და
განახორციელებს
ჩანაცვლებით პროგრამას
გვაქვს ამბიციური მიზანი,
რომ საქართველო შევიდეს
მსოფლიო სამეულში
კორუფციის სიმცირის
თვალსაზრისით, ამისთვის
კონკრეტული ნაბიჯები
გადაიდგა - ქვეყნდება
მთავრობის ყველა აქტი,
ხელმისაწვდომია საჯარო
მოხელეთა დეკლარაციები,
ჩვენ უარი ვთქვით
მთავრობის მხრიდან უძრავი
ქონების პირდაპირი
მიყიდვის პრაქტიკაზე
ძალადობრივი ჯგუფები
დაუპირისპირდნენ
სახელმწიფოებრივ
ინტერესებს, სუვერენიტეტს
და ეს ყველაფერი
განხორციელდა გარე
ჩარევის საფუძველზე -
მადლობა ყველა ძალოვან
სტრუქტურას, რომელმაც
წარმატებით უზრუნველყო ამ
თავდასხმის აღკვეთა მინდა,
კიდევ ერთხელ მადლობა
გადავუხადო ბატონ ბიძინა
ივანიშვილს, მშვიდობისა და
სტაბილურობის
შენარჩუნება, ეკონომიკისა
და სხვადასხვა დარგის
განვითარება, ყველა ეს
მიღწევა არის პირადად
ბატონი ბიძინა
ივანიშვილის დამსახურება,
რომელმაც 2012 წელს
რადიკალურად შეცვალა
ხელისუფლების მიდგომა
საკუთარი ქვეყნისა და
ხალხის მიმართ მთავარი
მადლობა ეკუთვნის ქართველ
ხალხს, რომ არა ქართველი
ხალხი, მისი სიბრძნე,
მხარდაჭერა, ვერცერთი
შედეგი ვერ იქნებოდა
მიღწეული, ქართველი ხალხის
დამსახურებაა, რომ
ქვეყანას აქვს მშვიდობა და
აგრძელებს სტაბილურ
განვითარებას მხოლოდ
ენერგეტიკისა და
რკინიგზის სახელმწიფო
საწარმოებში ოპტიმიზაციის
ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ 60
მლნ ლარზე მეტის დაზოგვა
წლიურ ჭრილში, რასაც
კონკრეტული პროექტების
განხორციელებისკენ
მივმართავთ, ოპტიმიზაციის
რესურსი კიდევ არსებობს და
ამ მიმართულებით მუშაობა
გაგრძელდება ვიღაცებმა,
არასწორმა ადამიანებმა,
უცხოელებმა, ქართველებმა
მიიჩნიეს, რომ გარე
რყევების საფუძველზე
სახელმწიფო იყო
დასუსტებული და
შეიძლებოდა
დაპირისპირებოდნენ, დღეს
გვაქვს სრულიად ახალი
რეალობა, არასდროს
დავუშვებთ თვითნებობას და
ძალადობას სახელმწიფოს
წინააღმდეგ აქტიურად
ვმუშაობთ, რომ
მაქსიმალურად დაიხვეწოს
საჯარო შესყიდვების და
ინფრასტრუქტურული
სამუშაოების
ხარჯეფექტიანობის,
ხარისხის ზედამხედველობის
პრაქტიკა, გავაძლიერეთ
მთავრობის
ადმინისტრაციაში
ეფექტიანობის
დეპარტამენტი, ყველა
უწყება იქნება ჩართული, რომ
მაქსიმალურად დავაზღვიოთ
კორუფციის რისკებისგან
ჩვენი სახელმწიფო