თბილისი (GBC) – Bloomberg–ის დაანგარიშებით, მსოფლიოს საფონდო ბაზრებმა სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით $6,4 ტრლნ დაკარგეს. ბოლო კვირების მოვლენებმა ის პოსტულატები შეარყიეს, რომლებითაც ტრეიდერები ხელმძღვანელობენ – მათი რწმენა და აშშ–ის ეკონომიკის მედეგობა; ხელოვნური ინტელექტის წყალობით მსოფლიო ეკონომიკაში სწრაფი რევოლუციის მოლოდინი; რწმენა იმისა, რომ იაპონიის ბანკი არასდროს გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს.

სინგაპურული Mizuho Bank–ის ეკონომიკისა და სტრატეგიის განყოფილების უფროსმა ვიშნუ ვარატანმა მსოფლიო საფონდო ბირჟების ვარდნას „დიდი შემოტრიალება“ უწოდა, ხოლო ხელსაყრელ მომენტში გაიაფებული აქტივების შესყიდვისთვის ხელსაყრელი მომენტის შერჩევა – ჰაერში დანის დაჭერას შეადარა.

Bloomberg წერს, რომ ორშაბათს, 5 აგვისტოს ბაზრების ვარდნისთვის საჭირო იმპულსები რამდენიმე კვირის განმავლობაში მწიფდებოდა.