თბილისი (GBC) – აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ეს შეხვედრა მზადდება.

სააგენტო Reuters–ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თავის თანაპარტიელ გუბერნატორთან ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში გამართული შეხვედრის წინ განაცხადა.

ამასთან, პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია, როდის და სად შეიძლება გაიმართოს ეს შეხვედრა.

„მას შეხვედრა უნდა და ჩვენ ამას დავაორგანიზებთ“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

„ბევრ ხალხთან მაქვს დაგეგმილი შეხვედრები, თუმცა 20 იანვარს უნდა დაველოდოთ“, – თქვა მან და დასძინა, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს რუსეთ–უკრაინის ომი.