თბილისი (GBC) – 19 მარტის შემდეგ, რაც სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააპატიმრეს, თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა $68,2 მლრდ–დან $33,5 მლრდ–მდე შემცირდა. 3 აპრილის მდგომარეობით, დანაკარგმა $34,7 მლრდ შეადგინა, წერს თურქული გამოცემა Sözcü.

მანამდე თურქეთის ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამდღიანი ინტერვენციების პერიოდში ბაზარს $25 მლრდ მიაწოდეს, თურქული ლირის დასტაბილურებისთვის. იმამოღლუს დაპატიმრების დღეს ლირა 11%–ზე მეტით გაუფასურდა, სტამბოლის ბირჟაზე კი ვაჭრობები რამდენჯერმე შეწყვიტეს.

გაზეთი თავის ეკონომიკურ მიმოხილვაში წერს, რომ მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ჩააგდოს ხელისუფლების განზრახვა, წლის ბოლომდე ინფლაციის 24%–მდე შემცირებასთან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკის მიერ მარტში გამოკითხული ბაზრის მონაწილეები წლის ბოლოსთვის 30%–იან ინფლაციას ელოდებიან.