თბილისი (GBC) – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

კულებამ თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით უმაღლეს რადას მიმართა.

ამასთან, რადას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართეს უკრაინის სტრატეგიული ტერიტორიების მინისტრმა ალეკსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, ეკოლოგიის მინისტრმა რუსლან სტრელეცმა და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა.