თბილისი (GBC) - დღეიდან მაგთი როუმინგის განახლებულ ინტერნეტპაკეტებს გთავაზობთ! „როუმერით“ სარგებლობა 40-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი და მისი ფასი 9 ლარიდან იწყება.
ზაფხულში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. მოგზაურობის დაგეგმვისას კი უმნიშვნელოვანესია საიმედო და უწყვეტი ინტერნეტკავშირი, რომელიც ყოველდღიურ გეგმებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
დღეს თითქმის ყველა აქტივობა ინტერნეტზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ მოგზაურებმა ინტერნეტპაკეტების არჩევისას უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის:
- რამდენად ხელმისაწვდომია პაკეტის ფასი;
- რამდენად კომფორტულია მისი გამოყენება;
- რამდენად ხელმისაწვდომია სერვისთან დაკავშირებული მხარდაჭერა.
მაგთის „როუმერის“ სერვისი სწორედ ამ ფაქტორებს პასუხობს:
- ახალი, მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფები.
„როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი მოცულობის, ვადის და ღირებულების პაკეტი. ყველა მოცულობისა და ხანგრძლივობის პაკეტის ტარიფი საგრძნობლად დაბალია. აპლიკაცია MyMagti-დან სასურველი ინტერნეტპაკეტის შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას.
- მოგზაურობა ნომრის ან სიმ-ბარათის შეცვლის გარეშე.
ინტერნეტპაკეტის ჩართვა მომხმარებელს საკუთარ ნომერზევე შეუძლია, რაც თავიდან ააცილებს ზედმეტ დისკომფორტს და დროის ხარჯვას.
- საიმედო კავშირი და რეალური მხარდაჭერა.
მაგთის ოპერატორი ყოველთვის და ყველა წერტილიდან ხელმისაწვდომია და, ავტომოპასუხის სტანდარტული გზავნილების ნაცვლად, რეალურ დახმარებას უწევს მოგზაურებს.
მაგთის მომხმარებლებს უცხოეთში როუმინგული სერვისებით სარგებლობისას, ნებისმიერ დროს შეუძლიათ:
- მიმართონ ონლაინ დახმარების ჯგუფს magticom.ge/chat და სპეციალისტები დაუყოვნებლივ დაეხმარებიან საკითხის გადაწყვეტაში.
- ისარგებლონ აპლიკაციით MyMagti ან სერვისმენიუთი: *111*1# OK. (მომსახურება უფასოა)
- აკრიფონ *133# OK (სტანდარტული როუმინგის), *123# OK („მოგზაურის“) შემთხვევაში, შემდეგ აირჩიონ „დახმარება“ და დაელოდონ ოპერატორის ზარს მაგთიდან. ცხელი ხაზიდან შემომავალი ზარი უფასოა.
„ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უცხოელ როუმერ პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოგზაური მომხმარებლებისთვის ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო პირობები შეეთავაზებინა“, - აცხადებენ მაგთიკომში.
„როუმერის“ განახლებული ინტერნეტპაკეტების არჩევა მოქმედების ვადისა და მოცულობის მიხედვითაა შესაძლებელი:
1 000 მბ - 9 ლარი (7 დღე)
2 000 მბ - 15 ლარი (14 დღე)
4 000 მბ - 25 ლარი (14 დღე)
10 000 მბ - 55 ლარი (30 დღე)
თუ მოგზაურობას გეგმავთ, წინასწარ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას ქვეყნებისა და ოპერატორების შესახებ ვებგვერდზე: www.magticom.ge/roamer და შეიძინეთ „როუმერის“ განახლებული ინტერნეტპაკეტები, რომლის იმედად 40-ზე მეტ ქვეყანაში წახვალთ.
გაიყოლეთ მეგზურად მაგთი!
(R)