₾600-მდე ანაზღაურების მიმღებთა რიცხვი ბოლო 4 წელში 40%-ით შემცირდა
PMCG Research - ის შრომის ბაზრის
მიმოხილვის თანახმად, 0-დან
600 ლარამდე თვიური ხელფასის
მიმღებთა რაოდენობა 2021
წლიდან სტაბილურად
მცირდებოდა, რის შედეგადაც
1Q25-ში, 1Q21-თან შედარებით,
მაჩვენებელმა 40.3%-ით დაიკლო.
გარდა ამისა, შემცირდა იმ
პირთა რაოდენობაც,
რომლებიც 600-დან 1199 ლარამდე
თვიურ ხელფასს იღებდა
(-17.7%).1Q25-ში, 1Q21-თან შედარებით,
მნიშვნელოვნად შემცირდა
იმ ადამიანების რაოდენობა,
ვინც 0-დან 600 ლარამდე
ხელფასს იღებდა მაშინ, როცა
იმ პირთა რაოდენობა, ვინც 2,400
ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს
იღებდა, თითქმის გაორმაგდა.
ხელფასების ზრდა
ძირითადად 1,200-დან 2,399
ლარამდე და 2,400 ლარის ან მეტი
შემოსავლის სეგმენტზე
კონცენტრირდა.ამის
საპირისპიროდ, 1,200-დან 2,399
ლარამდე თვიური ხელფასის
მიმღებ პირთა რაოდენობა
გაიზარდა 1Q25-ში, მიუხედავად
იმისა, რომ 2Q24 -ში ამ
სეგმენტში კლების
ტენდენცია შეინიშნებოდა.
თუმცა, ყველაზე მაღალი ზრდა
დაფიქსირდა იმ პირთა შორის,
რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ
თვიურ ხელფასს იღებდა,
კერძოდ, აღნიშნულ
კატეგორიაში ადამიანების
რაოდენობა 1Q25-ში, 1Q21-თან
შედარებით, თითქმის
გაორმაგდა.ხელფასის
მიმღებ პირთა რაოდენობამ,
1Q25-ში 937 ათასი ადამიანი
შეადგინა, რაც q.q 6.6%-ით
შემცირდა, ხოლო y.y კი 0.8%-ით
გაიზარდა.1Q25-ში ხელფასის
მიმღებთა 15%-ს ₾600-მდე
ხელფასი ჰქონდა, ₾600-1199
დიაპაზონში 22%-ს, ₾1200-2399
დიაპაზონში 33%-ს, ხოლო, ₾2400-ზე
ზემოთ ხელფასი კი 29%-ს.