თბილისი (GBC) - ჯაფარიძის და ხაზარაძის თანაპარტიელი, ივანიშვილის პირველი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეპისკოპოსებს მიმართავს, ხმა აიმაღლონ.
ლელოელმა TV პირველზე ბადრი ჯაფარიძის ღირსებებზე ისაუბრა. პოლიტიკოსზე, უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებებით. მიაჩნია, რომ ეკლესიამ თავის მრევლი უნდა დაიცვას. მიუღებელია მამებმა ტრაპეზი გაიზიარონ ფარისევლებთან, მსახურება ტარდებოდეს მათ გარემოცვაში, ბადრი ჯაფარიძე კი იყოს საკანში.
უსუფაშვილს მდუმარე ბიზნესმენების ქცევა მაინცდამაინც არ უკვირს. აღნიშნა, რომ ბიზნესს ეშინია. თუმცა გარდაუვალი რისკები მაინც უნდა გააანალიზონ, რადგან ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის დიქტატორული ქვეყნის ეკონომიკის საფრთხეები. რომელი ინვესტორი შემოვა დასანქცირებულ ქვეყანაში.
მისივე ინფორმაციით პარტია განაგრძობს აქტიურ მუშაობას, პარტიის და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სატუსაღოში ყოფნისას.