GE EN
სხვა სიახლეები
შაჰინი "ოცების" „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს უკან გადადგმულ...

„პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან“, - აცხადებს შაჰინი. "The Georgian Dream fast tracking another draft law to stifle NGO operations is one more step away from the democratic future the Georgian people want. Political leaders shouldn’t fear the Georgian people. Georgian civil society are fiercely independent actors." -@SenatorShaheen https://t.co/2ZH0vrj4gY — Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) April 16, 2025 „ქართულმა ოცნების“ დეპუტატებმა მთავრობის ნებართვის გარეშე გაცემული გრანტების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტი სამივე მოსმენით მიიღეს.დეპუტატებმა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ორ დღეში დაამტკიცეს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.ამასთან, ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად გრანტების შესახებ კანონში, კორუფციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.გრანტების კანონში ცვლილების მიხედვით, დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდება.მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა იქნება საჭირო გრანტის მიზნის ცვლილებისთვის.თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ასევე ჩაითვლება თანხის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოყენება.კანონში ცვლილება ასევე ვრცელდება „ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გრანტს, მაგრამ გაცემულია კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით“. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია.  თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება: საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე; საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე. ინიციირებულ ვერსიაში გამონაკლისი იყო საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება, თუმცა მიღებულ პროექტში ეს ჩანაწერი აღარ არის.თანხმობის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე, თუ არ შეიცვლება გრანტის ხელშეკრულება.აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებით კი შემოწირულების მიღება დაუშვებელია საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან; ამ მუხლს ჩამოშორდა გამონაკლისი, რომელიც ლექცია-სემინარების ჩატარებას გულისხმობდა.კანონიდან ამოიღეს მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.ამასთან, პროექტის მიხედვით, პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.

1744871911

თიბისი კამპუსი: განათლების უფასო პროგრამა სტუდენტებისთვის

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.თიბისი კამპუსში ბიზნეს მიმართულებების სწავლა, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით შეუძლია ყველა 18-24 წლის ახალგაზრდას.თიბისი კამპუსის პროგრამების ჩამონათვალი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას - SEO და ციფრულ მარკეტინგს მოიცავდა, ახალ ნაკადზე კი ორი ძალიან საინტერესო მიმართულება - IT ბიზნეს ანალიზი და ბაზრის კვლევა დაემატა.არ გადადო დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე 25 აპრილის ჩათვლით.თიბისის გუნდი კი დაგახვედრებთ მხიარულ, ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოგეცემათ ბიზნეს-ტექნოლოგიურ სივრცეში სანაცნობო წრის გაფართოებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა.

1744871695

სების პრეზიდენტმა EBRD-ის წევრების ჯგუფის დირექტორთან გაცნობითი შეხვედ...

სების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა EBRD-ის როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა EBRD-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის მიმართულებით.

1744869453

საუკეთესო დრო PLUS ბარათის ასაღებად – გაიგე მეტი შეთავაზებების, ფასდაკ...

PLUS ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბართითაა შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებული შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და კიდევ უფრო მეტი ქულებით სწორედ PLUS ბარათის მფლობელები სარგებლობენ.PLUS ბარათის მთავარი უპირატესობებიPLUS ბარათის აღება უფასოდ შეგიძლიათ: ქულებს მომენტალურად აგროვებთ, ნებისმიერი გადახდისას; სხვა ბარათებთან შედარებით აგროვებთ მეტ ქულას და სარგებლობთ სპეციალური შეთავაზებებით; ხშირად სხვადასხვა შეთავაზებები და აქციები მხოლოდ PLUS ბარათის მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი. *ერთ-ერთ მსგავი გათამაშება 7 აპრილს დაიწყო და 1 ივნისამდე გასტანს. გათამაშების ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ მოიგოთ სხვადასხვა პრიზი – 100, 1 000 ან 10 000 ლარი.  მონაწილეობის მისაღებად უბრალოდ PLUS ბარათით უნდა შეასრულოთ ნებისმიერი ოდენობის ტრანზაქცია.გათამაშებაზე სრულ ინფორმაციას აქ ნახავთ.როგორ გამოიყენოთ PLUS ბარათით დაგროვილი ქულებიPLUS ქულების გამოყენება სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაში შეგიძლიათ. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც PLUS ქულების სისტემას გააჩნია, არის ის, რომ არ გჭირდებათ თვეობით მოცდა, სანამ მათ გამოყენებას შეძლებთ. PLUS ქულების დახარჯვა ყოველდღიურად შეგიძლიათ, მობილური ბალანსის შევსებაში თუ ბევრ სხვა წვრილმანში – აფთიაქებში, წიგნისა და ტექნიკის მაღაზიებში, კვების ობიექტებში და ა.შ.მნიშვნელოვანია ისიც, რომ PLUS ქულებს არ გააჩნია რაიმე ვადა, შესაბამისად მათი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, როცა ამას თავად ჩათვლი საჭიროდ. ხელსაყრელი პირობაა ისიც, რომ შეგიძლიათ PLUS ქულები სხვას გადაურიცხოთ, ან თავად მიიღოთ. PLUS-ის დაბადების დღე5 ივლისი PLUS ბარათის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან  PLUS- ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, PLUS ქულებით გადახდისას, უკვე მე-7 წელია რაც მომხმარებლებს პარტნიორ ობიექტებში განსაკუთრებული შეთავაზება ხვდებათ.როგორ ავიღოთ PLUS ბარათიPLUS ბარათს ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს გაიაქტიურებთ, სულ რამდენიმე წამში. ფიზიკური ბარათის მიღებას კი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ.არ დაკარგოთ დრო, რადგან ახლა PLUS ბარათის ასაღებად საუკეთესო დროა – მიიღეთ მონაწილეობა გათამაშებაში და დაელოდეთ ახალ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.

1744812389

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულების ვორ...

ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძე ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ისაუბრა.ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ: სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფისა და ხარჯების ეფექტიანად მართვის გზებს; ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს; აღრიცხვისა და დეკლარირების მეთოდებს Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით. ღონისძიებას ბიზნესის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა ვორკშოპში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ბუღალტრული პროცესების შესახებ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსიდან მიიღონ.ნათია სხვიტარიძის ავტორობით შექმნილი ბიზნესკურსი „როგორ დავთვალოთ სწორად“ ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ ვიდეოლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი. კურსის დახმარებით გაეცნობით ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.„ბიზნესის საჭიროებების კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ კვლევების შედეგად მიღებული მიგნებებით ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის — როგორც ფიზიკური შეხვედრების, ისე დისტანციური სასწავლო რესურსების სახით. მათ შორისაა ღონისძიებები და კურსები საბუღალტრო თემატიკაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მზარდი დაინტერესება ამ პროექტების მიმართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გაძლიერებაში“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

1744806230

ქართუმ I კვარტალში 7.5 მლნ-მდე მოგება მიიღო

საანგარიშო თვის წმინდა მოგება 3.9 მლნ ლარამდეა (02/2025 –2.09 მლნ,  01/2025 – 1.6 მლნ). სულ, I კვარტალში 7.5 მლნ ლარამდე მიიღო. წლიურად ბანკის წმინდა მოგება 7 %-ით შემცირებულია (Q1/2024 – 8.08).  კაპიტალზე მომგებიანობა (ROE) 5 %-ია (Q1/2024 -8% )1 აპრილისთვის, ქართუ, 1.1 მლრდ  ლარამდე  საკრედიტო დაბანდებით, 1.7% საბაზრო წილით მე-8 ადგილზე პოზიციონირებს (01.04.2024 –1.55%, VIII  ).Q1/2025-ის ანგარიშგებით, სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი  58%-ია (Q1/2024 – 59% )

1744805115