
TCRC-ის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან „გარანტირებული ტვირთების“ მოთხოვნის დაყენება მისაღებია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ესა თუ ის სატრანსპორტო ობიექტი დასრულებული და ექსპლუატაციაში შეყვანილია. ანაკლიის ნავსადგურის შემთხვევაში კი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ - „4 - 5 წლის წინსწრებით კონტაქტორ კომპანიას მოსთხოვო მოსაზიდი ტვირთების სტრუქტურის და მოცულობის შესახებ ინფორმაცია – პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზევე კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს წარმოადგენს“.„ევროპული ნავსადგურების გამოცდილების მორგება ანაკლიის ნავსადგურის პირობებისათვის მოითხოვდა რიგი წინაპირობების გათვალისწინებას. საწყის ეტაპზე აუცილებელი იქნებოდა, ანაკლიის ნავსადგურის ადმინისტრაციას სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველზე კორპორაციული მართვის შესაძლებლობა მისცემოდა.ანაკლიის ნავსადგურის ადმინისტრაციის ფორმირებისას, ნავსადგურის მიმდინარე ტერიტორიების სანაცვლოდ განხილული უნდა ყოფილიყო აქციათა ნაწილის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ან რეგიონული ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესაძლებლობა.საკანონმდებლო დონეზე აუცილებელი იქნებოდა ნავსადგურის ადმინისტრაციას ნავსადგურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის განკარგვის უფლება მისცემოდა.გარდა ამისა, ნავსადგურის ადმინისტრაციას უფლება უნდა მისცემოდა პროექტის განხორციელებისას, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში თვითონ მოეზიდა მსოფლიო ლიდერი კომპანიები. ასევე განეხორციელებინა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება.ანაკლიის ნავსადგურის ადმინისტრაციისათვის სრულფასოვანი ლენდლორდის (მიწის მფლობელი) ფუნქციის, ხოლო პერსპექტივაში სანავსადგურო მოსაკრებლის განკარგვის უფლების მინიჭებით, ასევე ნავსადგურის მართვაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვით, შეიქმნება ყველანაირი წინაპირობა ინვესტორების მოსაზიდად.ასეთი მიდგომით შესაძლებელი იქნება, ანაკლიის ნავსადგურის და ზურგს უკან განლაგებული „ანაკლია სითის" პროექტის განხორციელება არა კონსოლიდირებული ე.წ. ჩინელი ინვესტორის საშუალებით, არამედ კონცესიის საფუძველზე სხვადასხვა მძლავრი, მსოფლიოში გამოცდილი ოპერატორების შემოყვანით”, - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1753884163

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც სრულიად უფასოდ, ყველა 9-12 ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეს, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაოს თეორიული და მიიღოს პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებაში.ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.ტექსკოლაში მოსწავლეების მიღება სექტემბრიდან განახლდება.მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პლატფორმა კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
1753883350

გაუქმების შედეგად, ჯგუფის ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა 36,537,357-ით განისაზღვრა (დამატებით 30,000 აქცია ხაზინაშია).აღნიშნული პროგრამა დირექტორთა საბჭომ ივლისის დასაწყისში დაამტკიცა, რომლითაც წინა $50 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა $18 მლნ-ით გაზარდა.პროგრამის ფარგლებში, თითო აქციაზე გადახდილი მაქსიმალური ფასი არ უნდა აღემატებოდეს უკანასკნელად გამოქვეყნებულ აქტივების წმინდა ღირებულებას თითო აქციაზე (NAV per share).პროგრამის ზრდა წარმოადგენს GCAP-ის იმ ადრე გამოცხადებული განზრახვის დასასრულს, რომლის მიხედვითაც კომპანიას სურდა 2026 წლის ბოლომდე კაპიტალის დაბრუნების მიზნით გამოეყო ₾300 მლნ - რაც ამ მიზნის განხორციელებას საგრძნობლად ადრეულ ვადაში ნიშნავს.2025 წლის ყოველწლიური საერთო კრების (AGM) გადაწყვეტილებით, მაქსიმუმ 5,233,275 აქციის გამოსყიდვაა ნებადართული. პროგრამა სამი თვით, 2025 წლის 2 ოქტომბრამდეა გახანგრძლივებული.
1753878685

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია", - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.
1753876926

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეწარმეობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს, გაარკვიოს, როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად.კურსის ძირითადი თემებია: როგორ ვიპოვოთ შთაგონება და როგორ გენერირდება ბიზნესის იდეა; როგორ შევაფასოთ იდეის კონკურენტუნარიანობა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა; რა ეტაპებია გასავლელი იდეის პრაქტიკულ რეალიზაციამდე; როგორ შევარჩიოთ ბიზნესის იურიდიული ფორმა; რას მოიცავს ფინანსური და ოპერაციული გეგმების საწყისი ეტაპები. კურსის მიზანია, მონაწილეებს შექმნათ სისტემური წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კომპანიის რეგისტრაციას და მის სტრატეგიულ ჩამოყალიბებას წინ უძღვის. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 60-ზე მეტი პრაქტიკული კურსი, რომლებიც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ისეთი საკითხების გააზრებაში ეხმარება, როგორებიცაა მარკეტინგი, ფინანსები, ციფრული კომუნიკაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ.„სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები ბიზნესის მომავალს განსაზღვრავს და მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისებაც სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ამიტომაც დავამატეთ ახალი კურსი, რომელიც იდეის გაჩენიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე, ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან გზამკვლევს სთავაზობს,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში .გაიარეთ კურსი ამ ბმულზე.აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
1753874970

„კრისტალი“ ასოციაციაში გაწევრიანებული პირველი მიკრობანკია", - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ. ბანკების ლობი 14 წევრს აერთიანებს, მ.შ. ციფრულ პეისერა ბანკს. მიკროსაბანკო ბაზარს კი ჯერ მხოლოდ 2 სუბიექტი წარმოადგენს. მე-2, რომელმაც კრისტალს მიკრობანკის ლიცენზიის აღება დაასწრო, MBC-ია. და სავარაუდოდის გახდება BAG -ის წევრი მე-2 მიკრობანკი კროანებს "ასოციაციის და მთელი სექტორის სახელით მივესალმებით კრისტალს, როგორც უნიკალური გამოცდილების მქონე ორგანიზაციას. კრისტალი ასოციაციას ისეთი გამოცდილებით გაამდიდრებს, როგორიცაა მიკრო და მცირე მეწარმეების დაკრედიტებისა და მათი ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა, რეგიონებთან მუშაობის გამოცდილება და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ამავდროულად, სექტორის გამოცდილების გაზიარებით, ასოციაციისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს საბანკო პროცესების, პრაქტიკების და სისტემების იმპლემენტაციის პროცესში”, - აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.
1753873581
BGA-ს დამფუძნებლები გენპროკურორისგან გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვ...
1752654970
მ/ო ბაზარზე რიკო ლიდერობს - რეიტინგი
1753703688
მიკრობანკი „კრისტალის“ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი სარგებელი ფიქსირდება
1753184701
კელი და კრამერი: სასწრაფოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დან...
1752820422
გაყალბებული დოკუმენტით სახელმწიფოს ფულის მითვისებისთვის 12–კაციანი ჯგუ...
1752838680