თბილისი (GBC) - ბიზნესასოციაცია  უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 25%-იდან 20%-მდე შემცირების სების გადაწყვეტილების შედეგად  სავალუტო სესხების გაიაფებას ელის. 

 რასაც ფინანსისტების ნაწილი ემიჯნება, რადგან კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს ძირითადად ბაზარი განსაზღვრავს, შესაბამისად ფასი მოთხოვნის მიხედვით დგება. განაკვეთის შემცირება  სექტორს ლიკვიდობას უზრდის, რაც ისედაც ჭარბი აქვს, თუმცა ამ მოტივით სავალუტო  დაკრედიტებას არ აიაფებს. 

BAG -ის შეფასებით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქება ლარის სტაბილურობას წაახალისებს. რომლის სიმყარე გავლენას ახდენს მოხმარებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკური აგენტების განწყობებსა, მოლოდინებსა და აქტივობაზე.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის სიმყარე სებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ უბიძგებს. თუმცა სავარაუდოდ სები წელს პოლიტიკას მეტად აღარ შეამსუბუქებს, გამკაცრებულიდან ფრთხილად გამოსვლა აირჩია.

ასოციაცია კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებასაც იწონებს. როგორც იცით კაპიტალის 1%-იანი ბუფერის შესრულების ვალდებულება სექტორს 2024 -ის გაზაფხულზე უდგებოდა, თუმცა 1%-ის  ნაცვლად  0.25%-ს დაარეზერვებს. და ასე ნამეტ რეზერვს 1%-მდე 2027 წლის 15 მარტისთვის შეავსებს.