თბილისი (GBC) - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინთან შესახვედრად მზადაა. ამის შესახებ Bloomberg- იტყობინება. 

გამოცემა წერს,რომ კანცლერი მზადაა ესაუბროს პუტინს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

რუსულმა არმიამ 30 იანვარს,გამთენიისას ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლა, რამაც აფეთქება და მსხვერპლი გამოიწვია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მოკავშირეებს უკვე სთხოვეს შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ.