თბილისი (GBC) – აპრილში, საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1812 პირის მიმართ. წინა წლის აპრილთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 16.1%-ით (2022 აპრილი: 2161).

აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 138 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,6%-ს შეადგენს.

დანაშაულის 35.7% თბილისში დაფიქსირდა, 13% აჭარაში, ხოლო 11% დასავლეთ საქართველოში.

აპრილში 218 ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თითქმის იგივე მაჩვენებელია რაც გასული წლის აპრილში (217).

ოჯახური ძალადობისგან განსხვავებით, ძალადობის მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. თუ შარშან აპრილში დაფიქსირდა 193 ძალადობის შემთხვევა, წელს აპრილში დაფიქსირებულია 134 ერთეული შემთხვევა.