თბილისი (GBC) – OPEC+–ის მონიტორინგის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნავთობმოპოვების დღე–ღამეში 2 მლნ ბარელით შემცირებას, წერს სააგენტო Reuters.

ამ გადაწყვეტილების გაჟღერებისთანავე ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $93–ს ასცდა – პირველად 21 სექტემბრის შემდეგ.