თბილისი (GBC) - საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა საერთაშორისო რეიტინგის 2022-2023 წლის მონაცემებით, აზიის უნივერსიტეტებში მე-2 პოზიციას იკავებს. ხოლო მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 100 უნივერსიტეტიდან 39-ე ადგილზეა. 

რეიტინგი საერთაშორისო ორგანიზაციის INSPIRELI მიერ არის გამოქვეყნებული. აღნიშნული ორგანიზაცია, მსოფლიოს მასშტაბით იმ უნივერსიტეტების რანჟირებას ახდენს, რომლებშიც არქიტექტურის პროგრამა ისწავლება. უნივერსიტეტების განაწილება, ადგილების მიხედვით, სტუდენტების საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობითა და მათ მიერ მომპოვებული საერთაშორისო ჯილდოების გათვალისწინებით ხდება.