თბილისი (GBC) - "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი"  ვაქცინების შესაძენად 2.4 მილიონ ლარიან ტენდერს აცხადებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 7 აგვისტოს სრულდება.

ტენდერი გულისხმობს “იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 242,000 დოზა  ანტირაბიული ვაქცინის შეძენას. 

ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წელს მოსაწოდებელი რაოდენობა - 121000 დოზა, მოწოდებული უნდა იყოს 2023 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო 2024 წელს მოსაწოდებელი რაოდენობა - 121,000 დოზა, მოწოდებული უნდა იყოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის მოწოდების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისი.