თბილისი (GBC) - 2024 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, BTC Co.-ს (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯმა დაახლოებით $104 მლნ, ხოლო კაპიტალური დანახარჯმა კი $28 მლნ შეადგინა.
1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში 4.4 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა. დაიტვირთა 5786 ტანკერი და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.
ხოლო, უშუალოდ 9M24-ის განმავლობაში, დაახლოებით 165 მლნ ბარელი (22 მლნ ტონაზე მეტი) BTC-ის მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი, ჯეიჰანის ტერმინალზე 229 ტანკერში ჩაიტვირთა.
BTC ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. BTC-ის საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და სოკარის აზერბაიჯანში წარმოებული მოცულობებიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) და ONGCVidesh (2.36%).