თბილისი (GBC) - 2024 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, BP-ს და მისი პარტნიორების საოპერაციო დანახარჯმა შაჰ-დენიზის პროექტში $1,780 მლნ შეადგინა, ხოლო კაპიტალური დანახარჯი $582 მლნ იყო, მათ შორის უმეტესი შაჰ-დენიზ 2-ის პროექტთან იყო დაკავშირებული.
9M24-ის განმავლობაში შაჰ-დენიზის საბადომ ჯამში 20 მლრდ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი გაზი და დაახლოებით 3 მლნ ტონა (დაახლოებით 26 მლნ ბარელი) კონდენსატი აწარმოა შაჰ-დენიზ ალფა და შაჰ-დენიზ ბრავო პლატფორმებიდან.
წარმოებული გაზისა და კონდენსატის მიწოდება კი განაგრძო ბაზრებისთვის აზერბაიჯანში (აზერკონტრაქტისთვის), საქართველოში (საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციისთვის), თურქეთში (ბოტაშისთვის) და კომპანია BTC-სთვის სხვადასხვა ლოკაციებზე და მყიდველებისთვის ევროპაში.
შაჰ-დენიზის არსებული მოწყობილობების საწარმოო სიმძლავრე ამჟამად დღეში 80.7 მლნ სტანდარტულ კუბურ მეტრ გაზზე მეტია, რაც წელიწადში 29.5 მლრდ კუბურ მეტრს აღემატება.
2024 წლის მესამე კვარტალში, შაჰ-დენიზ 2-ის პროექტმა აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფლანგის მე-3 ჭაბურღილებიდან უსაფრთხოდ წარმოება დაიწყო. პირველი ჭაბურღილიდან წარმოება 13 თებერვალს დაიწყო. მეორიდან კი 19 ივნისს.
2024 წლის პირველი სამი კვარატლის განმავლობაში, შაჰ-დენიზის ალფა პლატფორმის საბურღი დანადგარი სრული დატვირთვისთვის მზადყოფნის რეჟიმში მუშაობდა.
საბურღი დანადგარების საშუალებით საერთო ჯამში 21 ჭაბურღილის ბურღვა დასრულდა. დასრულებულ ჭაბურღილებში შედის ხუთი ჭაბურღილი ჩრდილოეთის ფლანგზე, ოთხი დასავლეთის, ოთხი აღმოსავლეთ-სამხრეთის, ხუთი დასავლეთ-სამხრეთის და სამი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფლანგებზე.
Shah Deniz-ის წილობრივი მონაწილეობა: bp (ოპერატორი – 29.99%), LUKOIL (19.99%), TPAO (19%), SGC (16.02%), NICO (10%) და MVM (5%)