თბილისი (GBC) – თბილისი–ბაქოს მიმართულებით „აზერბაიჯანის ავიახაზების“ რეისი AZAL  J2-8230 ტექნიკური მიზეზების გამო ვერ სრულდება.

ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტი AZAL–ზე დაყრდნობით წერს. კონკრეტულად რა სახის ტექნიკურ პრობლემებზეა საუბარი, ავიაკომპანიაში არ ამბობენ.

„დამატებითი კითხვების შემთხვევაში მგზავრებს შეუძლიათ წერილობით მოგვმართონ მისამართზე callcenter@azal.az“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.