თბილისი (GBC) – აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მოძრაობა შესაძლოა 2025 წლის 1–ლი მაისიდან განახლდეს.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ეს საკითხი თბილისში ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შორის სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

აზერბაიჯანმა საქართველოსთან სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფონზე შეაჩერა და დღემდე არ განუახლებია. აზერბაიჯანში კარანტინი ქვეყნის ყველა სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელზე ამ დრომდე მოქმედებს.