თბილისი (GBC) – Apple Inc.–მა შედარებით ბიუჯეტური iPhone–ების ხაზში ახალი მოდელი წარმოადგინა, რაც, სავარაუდოდ, კომპანიას თავისი პროდუქციის გაყიდვების გაზრდაში უნდა დაეხმაროს გლობალურ ბაზარზე. iPhone 16e–ს ფასი $599–დან იწყება და გაყიდვაში 28 თებერვალს ჩაეშვება. 

ახალი მოწყობილობა iPhone SE–ს ჩაანაცვლებს Apple–ის ბიუჯეტური სმარტფონების ხაზში.

iPhone 16e–ს დიხაინი iPhone 14–ს წააგავს. ეკრანის ზომა 6,1 დუიმს შეადგენს, აღჭურვილია OLED–დისპლეით, 48 მეგაპიქსელიანი კამერით და აქვს FaceID ფუნქცია, ახალ მოწყობილობას ბოლო თაობის A18 პროცესორი აქვს.