თბილისი (GBC) – დღევანდელი კომპიუტერების სამყარო კარდინალური ცვლილებების მოლოდინშია. Microsoft–მა სამეცნიერო გარღვევა მოახდინა და „ტოპოლოგიურ“ მდგომარეობაში არსებულ ეკზოტიკური მატერიის საფუძველზე შექმნა ჩიპი Majorana 1.
ეს არის ნივთიერების მდგომარეობა, რომელიც განსხვავდება მყარისგან, თხევადისგან და აირისგან. მასზე არ მოქმედებს ფუნდამენტური ფიზიკური შეზღუდვები და კვანტურ გამოთვლებს რეალურს ხდის.
ეს არის კვანტური კომპიუტერი, რომელიც უკვე აღარ არის შორეული პერსპექტივის საგანი – სულ რამდენიმე წელია მის შესაქმნელად საჭირო. მას შეეძლება ურთულესი ამოცანების შესრულება, რაც თანამედროვე სუპერკომპიუტერებისთვისაც კი წარმოუდგენელია.
Microsoft–ს უკვე აქვს მუშა ჩიპი, რომელშიც ტოპოგამტარები გამოიყენება – Majorana 1. ახლა კომპანია წარმოების მასშტაბირების ამოცანის წინაშე დგას.
რთული გასააზრებელია, მაგრამ ფაქტია: ჩიპს, რომელიც ტოპოლოგიური მასალითაა შექმნილი და ხელის გულზე ეტევა, მსოფლიოში დღეს არსებული ყველა კომპიუტერის ჯამურ გამოთვლებზე მეტის გაკეთება შეუძლია.