თბილისი (GBC) – საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ამ ეტაპზე 11 კომპანია ვაჭრობს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 10 შპს და ერთი სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელშია ჩართული.

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 23 ივლისის მდგომარეობით, ვაჭრობას შემდეგი კომპანიები ახორციელებენ:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“;

შპს „სვანეთი ჰიდრო“;

შპს „ჰიდრო ჯორჯია“;

შპს „კასლეთი 2“;

შპს „გეოენერჯი“;

შპს „ლილო მოლი“;

შპს „თელასი“;

შპს „ენერგი დეველოფმენტ ჯორჯია“;

შპს „რიცეულაჰესი“;

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.

საქართველოში ელექტროენერგიის პირველი ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაიხსნა და ეტაპობრივად დაიტვირთება. ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა.

ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.

 

bpn.ge