თბილისი (GBC) - ENERGO-PRO ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება დაასრულა.
ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC)–ის მიერ.
ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DFC-ს გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში.
ობლიგაციების ვადა 12 წელია და მისი სრულად იფარება 2035 წლის 27 ივლისს. ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 4.3 %-ს. ობლიგაციის მოსალოდნელი რეიტინგია Aa1/სტაბილური Moody’s-სგან. Goldman Sachs Bank Europe SE მოქმედებდა, როგორც გარიგების ერთპიროვნული საერთაშორისო კოორდინატორი და ერთპიროვნული რეგისტრატორი.
DFC არის აშშ მთავრობის განვითარების საფინანსო ორგანიზაცია, მისი ვალდებულებები მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის სრული ნდობით და საიმედობიით. აღნიშნული გარანტია მიღებულია როგორც DFC-ის საქმიანობის ნაწილი, მხარდაჭერა გაუწიოს ენერგეტიკის და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს ევროპის და აზიის ქვეყნებში, ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის აქტის-ის შესაბამისად.
ENERGO-PRO ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტრ მილევმა, აღნიშნულ გარიგებაზე განაცხადა: „ეს არის მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გარიგება ENERGO-PRO-სთვის, რისი საშუალებითაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ცვალებადი საერთაშორისო კაპიტალური ბაზრის პირობებში მივაღწიოთ გრძლევადიან დაფინანსებას უაღრესად მიმზიდველი ფასით.
ჩვენთვის დიდი პატივია გვქონდეს ნდობა ისეთი აღიარებული პარტნიორისგან როგორიცაა DFC, მოუთმენლად ველით მათთან მუშაობას ჩვენს აქტივებისა და ჩვენი ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გასაუმჯობესებლად. ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯმდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.