თბილისი (GBC) – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც გზაზე გადაადგილება დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

გზის გახსნის პირობების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაავრცელებს.