თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პ.პ.-ით გაიზარდა და 14.3% შეადგინა.

დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 0.3 პ.პ.-ით და 0.4 პ.პ.-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პ.პ.-ით და შესაბამისად 46.5%-ს და 46.3%-ს შეადგენს.

2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პ.პ.-ით გაიზარდა და 69% შეადგინა.

2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.1 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5 პ.პ.-ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაიზარდა 1.3 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12.2%-ს და 15.9%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2025 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.7%-ს, ხოლო კაცებში 66.2%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პ.პ.-ით.

2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პ.პ.-ით.