თბილისი (GBC) - საპარლამენტო კომიტეტების (საგარეო და ევროინტეგრაცია) თავმჯდომარეები ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და ქვედა პალატის წევრს შეხვდნენ. 

პარლამენტის ინფორმაციით, კეტლინ დეპურტერთან და  ვერნერ ზომერსთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ და ლევან მახაშვილმა  დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის გადადგმულ ნაბიჯებზე, ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და სრულფასოვანი დიალოგის გარდაუვალ საჭიროებაზე.