თბილისი (GBC) – 22 ივლისს საქართველოში დილის 8:08 საათზე მაგნიტუდით 4,7 მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 12:10 საათზეც განმეორდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწაყროდან ჩრდილო–დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკასთან დაფიქსირდა.

ნგრევის და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.